18 აგვისტო

        18 აგვისტოს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე უძღვებოდა.

         დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - 1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, 2) საქართველოს კანონის პროექტების: „სურსათის/ცხოველის, საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, კომისიის წევრებმა განხილვის შემდეგ ცნობად მიიღეს.