16 აგვისტო

        16 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარემ  ილია ვერძაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, ქვემო სილეზიის ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოში  ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებოდა ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე.

       პოლონელები  აჭარაში მოხალისეობრივი პროექტების ფარგლებში იმყოფებიან.     შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  სტუმრებს  მოახსენა, რომ პოლონეთმა, სხვა ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. საქართველოს და პოლონეთს ისტორიული მსგავსება აქვთ, რაც ორ ქვეყანას შორის დღემდე აქტიური ურთიერთობით დასტურდება.

      დეპუტატმა  ილია ვერძაძემ  სურვილი გამოთქვა,  რომ აღნიშნული შეხვედრა, მომავალში, ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს ჩამოყალიბებას და პოლონელ ახალგაზრდებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

      შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭო თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და დეპუტატმა  ილია ვერძაძემ,  სტუმრებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.