13 აგვისტო

          13 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების,  მეცნიერების, კულტურისა და სპორტის   საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში,  ცნობილი შემოქმედის, ქველმოქმედის, საზოგადო მოღვაწისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის - ვალერი მოქერიას 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.

         საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ბათუმი, „ცისფერი ტრიო“, საოპერო და საესტრადო  სიმღერების ცნობილი   შემსრულებლები.

        აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ იუბილარი  საქართველოს პრეზიდენტის საჩუქრით-ღირსების ორდენით დააჯილდოვა.  ისრაელში მოღვაწე სპორტულმა ჟურნალისტმა ჯამლეთ ხუხაშვილმა   ცნობილი ქართველი ფეხბურთელების ავტოგრაფიანი ბურთი და ოქროს მედალი გადასცა, ღონისძიების ორგანიზატორმა, აჭარის ვეტერან ქორეოგრაფთა კავშირმა კი ვალერი მოქერიას  ცეკვის რაინდის წოდება მიანიჭა.