12 აგვისტო

             12 აგვისტოს, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, იმიტირებული, უსაფრთხო  ქალაქი მოაწყო.

     ღონისძიებას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

      იმიტირებულ ქალაქში  შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობაა წარმოდგენილი. ვირტუალურ ტირში მისულ სტუმრებს შეუძლიათ საშუალება აქვთ პოლიციელის როლი მოირგინ.

       პატარებისთვის მოწყობილია შემეცნებით-გასართობი კუთხე, სადაც მათ უსაფრთხოებაზე მეხანძრე-მაშველები ზრუნავენ. 5-დან 10 წლამდე ბავშვებს, საგზაო მოძრაობის წესების ცოდნაში, მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები  თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას უტარებენ, წარმატებით გავლის შემთხვევაში კი ველოსიპედის მართვის მოწმობას გადასცემენ.