03 აპრილი

3 აპრილს ბათუმის ნავსადგურში მარმარილოს და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების - "შავი ზღვის ვარსკვლავი 2017-ის" ფარგლებში სარაკეტო კატარღა ,,TCG Kalkan" და ფრეგატი ,,TCG Yldirim" შემოვიდა.

თურქული სამხედრო გემების ეკიპაჟის ხელმძღვანელობას შეხვდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები.

აჭარის მაღალი თანამდებობის პირები თურქმა სამხედროებმა გემებზე მიიწვიეს , დაათვალიერებინეს და დამდეგ სამხედრო წვრთნებზე ესაუბრნენ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გადაიღეს საერთო ფოტო და გაცვალეს საჩუქრები.

თურქული სამხედრო გემები ორ დღეს დარჩებიან ბათუმის ნავსადგურში . 5 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად შედგება ერთობლივი წვრთნები.