საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

შუამთობა ბეშუმში

06 აგვისტო

                                      

         6 აგვისტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები-ხვიჩა შარაშიძე, ირაკლი ჭეიშვილი, გიორგი მანველიძე, ილია ვერძაძე, დავით ბაციკაძე, პეტრე ზამბახიძე, სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლები,  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების  წარმომადგენლები, ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობას“ დაესწრნენ.

        „შუამთობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. ამ დღეს მთაში მყოფ მოიალაღეებს ნათესავები სტუმრობენ, დანიშნული წყვილები, იმართება კონცერტი და სხვადასხვა სპორტულ-გასართობი ღონისძიებები.

         აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა მემთეურებს სახალხო დღესასწაული მიულოცეს, და ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნეს. დააჯილდოვეს საპატიო ხულოელები  და დანიშნული წყვილი ბეჭდით დაასაჩუქრეს.  კონცერტის შემდეგ კი ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს და  სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

         

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი