აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ხვიჩა შარაშიძე და გიორგი მანველიძე, 5 აგვისტოს სამთო იალაღები მოინახულეს და მოიალაღეებს შუამთობის დღესასწაული მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა კურორტ ბეშუმში, მთა მაჭარელათსა და ნათელათზე ელექტროფიკაციის პროცესიც მოინახულეს, რითაც 13 სოფელი ისარგებლებს.