03 აგვისტო

       3 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ გონიო-აფსაროსის ციხეში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები მოინახულა და  გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები დაათვალიერა.

      გათხრებს აწარმოებენ პოლონელი და ქართველი სპეციალისტები, რომელთა აღმოჩენებიც ციხის სხვადასხვა ფენაში რამდენიმე საუკუნეს ითვლის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ისტორიული ციხესიმაგრის მნიშვნელობას. აღმოჩენილი ნივთები გონიოს ციხის მუზეუმ-ნაკრძალში დაიდებს ბინას.

      არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელები, არქეოლოგიური მასალებისა და ნაშთების აღმოჩენის შემდეგ,  ხაზგასმით აღნიშნავენ აფსაროსის ისტორიული სიმდიდრის შესახებ.  ერთიდაიგივე ტერიტორიაზე ერთმანეთზეა დაფენილი  2 ეპოქის - რომაული და ოსმალური პერიოდის ნაშთები, რომელთა შესწავლა და გამიჯვნა ძალზე საინტერესო პროცესია. პოლონური ჯგუფის მიერ აღმოჩენილი აბანოს გვერდით სველი წერტილის ნაშთებიც  იპოვეს.  ყაზარმების შესწავლის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ,   რომ ამ ტერიტორიაზე გარნიზონის მეთაურის სახლი უნდა ყოფილიყო.