01 აგვისტო

       1 აგვისტოს, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გიორგი რომანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის მოსახლეობას შეხვდა.

      ადგილობრივებმა საკანონმდებლო ორგანოს წევრთან სოციალურ საკითხებზე, შეწყვეტილ სოციალურ დახმარებებზე, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების პრობლემებზე,  მეწყერისაგან დამცავი ჯებირის მშენებლობისა და თხილის ბაღების შეწამვლის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

      გიორგი რომანაძე მოსახლეობას შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან შუამდგომლობასა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.