30 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვლადიმერ მგალობლიშვილმა და ილია ვერძაძემ, ბათუმში, მარათონულ გარბენში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატის - ფატი ხალვაშის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ მარათონში „იყავი ჯან-მრთელი“ , 2 კილომეტრიან დისტანციაზე 50-მდე მსურველმა ირბინა.
ქალებსა და ვაჟებს შორის გამოვლენილი გამარჯვებულები ორგანიზატორმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს.