03 აპრილი

3 აპრილს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ ხულოს მოსახლეობას მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატები ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის , მაღალეფექტური ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების გაშენების , რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის , სასაკლაო მეურნეობის მომსახურების სუბსიდირების პროგრამები - ის ძირითადი პროექტებია, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ხორციელდება.

ფერმერები რიგ პროექტში ჩართულობას სახელმწიფო თანამონაწილეობით შეძლებენ. ხულოს მუნიციპალიტეტში დაგეგმილიაა მომსახურების ცენტრის ამოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს რაიონში წარმოებული ნამეტი პროდუქციის პირველად გადამუშავებას, შეფუთვსა და მისთვის სასაქონლო სახის მიცემას. რაც მთავარი პირობაა წარმატებულად რეალიზაციისთვის.

შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა,მინიტრმა და დეპუტატებმა უპასუხეს აგრარულ სფეროსთან და სოფლად არსებულ სხვა საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს. ამგვარი შეხვედრები სხვა რაიონებშიც გაიმართება.