22 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ცოტნე ანანიძე და ვახტანგ წულაძე, ბათუმში, „Best Western Plus Batumi” - ის საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ.
ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში-ფატი ხალვაში, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
სტუმრებმა სასტუმროს ნომრები და მანსარდა დაათვალიერეს. „Best Western Plus Batumi-ში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო და 40 -მდე ადგილობრივი დასაქმდა. იგი 70 წლიანი გამოცდილების მქონე სასტუმროების ქსელია, რომელიც 100-მდე ქვეყანაში კერძო ოპერირებულ სასტუმროს მოიცავს.