21 ივლისი

      21 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში,  სოფელ მარადიდის  მოსახლეობის 12 კაციანი ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ.

     მოსახლეობის ნაწილი ''აჭარ ენერჯი 2007"-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ პრეტენზია გამოთქვეს. მათი განმარტებით თურქული კომპანიის წარმომადგენლები არცერთ ვალდებულებას არ ასრულებენ, რის გამოც ჰესის მიმდებარე ტერიტორია პიკეტირებული აქვთ. შეხვედრაზე მოსახლეობას ჰესისის პიკეტირების შეწყვეტა შესთავაზეს, რის შემდეგაც დაიწყება ყოველკვირეული გეგმიური შეხვედრების გამართვა თურქული კომპანიის წარმომადგენლებთან. ხვალ მარადიდის მოსახლეობის ნაწილთან საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისა და გამგეობის შუამდგომლობით მორიგი შეხვედრა გაიმართება.

     შეგახსენებთ,რომ ამ თემასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს პარლამენტი და აჭარის უმაღლესი საბჭო ერთობლივად რამდენიმე თვეა მუშაობს