პროექტზე რიგგარეშე სესიაზე იმსჯელებენ

20 ივლისი

    20 ივლისს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

   განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლემენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც კომისიის წევრებს გააცნო უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო-იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ.

   კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა  აღნიშნული პროექტის რიგგარეშე სესიაზე გატანას, წინააღმდეგი მხოლოდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი“-ს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი იყო.