18 ივლისი

      18 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან  გიორგი რომანაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში - კობა ნაკაიძე, დაბა ოჩხამურის, სოფელ ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის მოსახლეობას შეხვდნენ.

    ადგილობრივების მოთხოვნები ძირითადად სოციალურ პრობლემებს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და  მიწების რეგისტრაციაში დახმარებას შეეხებოდა.

     დეპუტატებმა  მოსახლეობის მოთხოვნები ჩაინიშნეს და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.

     გიორგი რომანაძემ და კობა ნაკაიძემ სოფელ ოჩხამურში მრავალბინიანი სახლების გადახურვის სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. ამასთან, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ, ცეცხლაური-ჯიხანჯურის საავტომობილო გზაზე მიმდინარე მოასფალტების სამუშაოებიც მოინახულეს.

    მსგავს შეხვედრებს  ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობასთან ყოველკვირეულად ატარებს.