საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მერისში

16 ივლისი

             16 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე,  ჯანმრთელობის  დაცვისა  და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე და ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან  და საკრებულოს თავმჯდომარესთან - დავით დუმბაძესთან და ამირან ცინცაძესთან ერთად, სოფელ მერისში, მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს დაესწრნენ.

        მორიგი აქცია, ამჯერადაც, აჭარის უმაღლესი საბჭოს ეგიდით ჩატარდა.  სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“  წარმომადგენლებმა 100-მდე პაციენტი მიიღეს. ბათუმისა და ქობულეთის რეფერალური საავადმყოფოდან მოწვეულმა კარდიოლოგმა, ენდოკრინოლოგმა, ტრავმატოლოგმა, ქირურგმა და ნევროლოგმა, ექოსკოპიურ გამოკვლევებთან ერთად, მსურველებს სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწიეს.  

         

   უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სკოლის ეზოში შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ და ახალი სოციალური პროგრამები გააცნეს.  დიასამიძეების ოჯახში  მწოლიარე პაციენტი მოინახულეს, რომელსაც სამედიცინო გამოკვლევა ადგილზე ჩაუტარდა.