14 ივლისი

  14 ივლისს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში, შედგა ლევან ჯიოშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის „მუხრან ვახტანგაძე - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი“ პრეზენტაცია. 
  ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სპორტული საზოგადოება. 
  წიგნში მოთხრობილია მუხრან ვახატანგაძის სპორტულ მიღწევებზე და მის საზოგადოებრივ საქმიანობაზე. 
  პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მუხრან ვახტანგაძემ მადლობა გადაიხადა გულთბილი სიტყვებისათვის და სტუმრებს და საჩუქრად გადასცა წიგნები თავისი ავტოგრაფით.
  წიგნი გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით.