06 აპრილი

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ შუახევის მუნიციპალიტეტში 2017 წელს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

რაიონის ფერმერებთან შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის აიპ "აგროსერვის ცენტრის" დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა,რომ მიმდინარე წელს შუახევის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 2 მილიონ 644 ათას 540 ლარია გათვალიწინებული. მაღალეფექტური მრავალწლიანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის პროგრამით ფერმერებს თანადაფინანსებით მიეწოდებათ პერსპექტიული ჯიშის 25 ათას 344 ნერგი. შუახევის მუნიციპალიტეტში უკვე გაცემულია 4 ათას 72 ძირი კაკლის ნერგი. მომავალი კვირიდან კარტოფილისა და ნიორის სარგავი მასალით უზრუნველყოფის პროგრამით ფერმერებს A კლასის ჰოლანდიური კარტოფილის სარგავ მასალასთან ერთად სასუქი და ჰერბიციდები მიეწოდებათ.

პრეზენტაციის დასასრულს სამინისტროს წარმომადგენლებმა და დეპუტატებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს, შემდგომი რეაგირებისთვის კი შენიშვნები და წინადადებები ჩაინიშნეს.

განცხადებები