საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

12 ივლისს რიგგარეშე სესია გაიმართება

11 ივლისი

    11  ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 21-ე სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით  გაბაიძის ხელმძღვანელობით  წარიმართა.

   ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.

   აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტი "აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  ქონების  მართვისა  და  განკარგვის  შესახებ" აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  კანონში  ცვლილების  შეტანის  თაობაზე - მესამე  მოსმენით  და საზოგადოებრივი  მაუწყებლის  აჭარის  ტელევიზიისა  და  რადიოს  მრჩეველთა  საბჭოს  2016  წლის  საქმიანობის ანგარიშის შესახებ, სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო  და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის  მოადგილემ ხვიჩა შარაშიძემ  წარმოადგინ.  ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს ორივე საკითხის რიგგარეშე სესიაზე  გატანას.

  ადამიანის უფლებათადაცვის საკითხთა  კომისიის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემაც ბიუროს წევრებს ორი საკითხი  გააცნო: აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს  დადგენილების  პროექტი "პატიმრობის  კოდექსში"  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანის  თაობაზე  საკანონმდებლო  ინიციატივის  წარდგენის  შესახებ  და აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი  საბჭოს მიმართვის პროექტი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატის უკანონო დაკავების შესახებ.

   კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა და მიმართვა   სათანადოდ მომზადებული არ  არის და მიზანშეწონილად  არ  ჩაითვალა მათი აჭარის  უმაღლესი  საბჭოს  რიგგარეშე  სესიაზე  გატანა. ბიუროს წევრთა უმრავლესობამ ამ  შეფასებას  მხარი დაუჭირა.

   კომისიებისთვის  განხილვის  ვადად  25  ივლისი, წამყვანი - საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისთვის კი - 31  ივლისი განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის  შესახებ" განხილვისათვის.

    ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტის დეტალურ გაწერაში შეტანილ  ცვლილებებზე, რომელიც უმაღლესი საბჭოს ლოჯისტიკისა და საფინანსო  უზრუნველყოფის  დეპარტამენტის  საფინანსო  უზრუნველყოფის  განყოფილების  უფროსმა  ილია  თურმანიძემ  წარმოადგინა.