06 იანვარი

6 იანვარს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს პირველი სხდომა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

დღის წესრიგის ერთხმად მიღების შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის ბიუჯეტის დეტალური გაწერის დამტკიცების შესახებ საკითხი საერთო დეპარტამენტის საფინანსო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ილია თურმანიძემ წარმოადგინა.

მომხსენებელმა უპასუხა ბიუროს წევრების შეკითხვებს, რის შემდეგადაც საკითხი კენჭისყრაზე დადგა.

პროექტს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა არ დაუჭირა მხარი.