საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ხულოში „სელიმობა“ აღნიშნეს

08 ივლისი

      8 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს მუნიციპალიტეტში, „სელიმობის“ ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო.

      საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო ზეიმი წელს მეთორმეტედ ჩატარდა და  მას საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ხულოს თვითმმართველობის, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, სხალთის ეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სასულიერო პირები და სელიმ ხიმშიაშვილის შთამომავლები ესწრებოდნენ.

      სახალხო ზეიმის მონაწილეები სხალთაში ხიმშიაშვილთა საგვარეულოს კიდევ ერთი სახელოვანი წარმომადგენლის - შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. შემდეგ კი, სხალთის ტაძარში, მეუფე სპირიდონმა და ეპარქიის მღვდელმსახურებმა სელიმ ხიმშიაშვილის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს.

     ტრადიციული დღესასწაული სერიყანაში გაგრძელდა, სადაც ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს ის ადგილი, სადაც 1815 წლის 3 ივნისს სელიმ ხიმშიაშვილს თავი მოკვეთეს. ამის შემდეგ ღონისძიება ბაკოს საჯარო სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიებითა და კონცერტით გაგრძელდა.

     სელიმ ხიმშიაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა და დიდი მამულიშვილის შთამომავლებმა.

     სახალხო ზეიმი „სელიმობა“ აჭარაში 2005 წლიდან აღინიშნება.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი