07 ივლისი

           7 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პროექტის - „ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას“ ფინალური ეტაპის გამარჯვებული გორელი მოსწავლეები სტუმრობდნენ.

         30-მდე ახალგაზრდას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ძირითადი პრინციპები, სპეციფიკა გააცნეს, ისაუბრეს კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის დამახასიათებელ დეტალებსა და ნიუანსებზე.

          აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.

          ქალაქ გორის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის პროექტი სახელწოდებით - „ჩვენ ვსწავლობთ კონსტიტუციას“, გორის სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით,  მე-7 წელია ხორციელდება.  გამარჯვებულები, ტრადიციულად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს  სტუმრობენ.

          პროექტი მომავალ იურისტებს სასამართლო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწაში ეხმარება და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით მოსწავლეების დაინტერესების ზრდასა და მათთვის მეტი ინფორმაციის  მიწოდებას.

          შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა კანონმდებლებთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს და გაცვალეს საჩუქრები.