06 იანვარი

6 იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია ქრისტეშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს აღნიშნავს.

ბათუმის სუბრკიჩის სომხურ ეკლესიაში გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიასა და წყალთაკურთხევის რიტუალს, რომელიც მამა არარატ გუმბალიანმა აღავლინა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს, მთავრობის, ქალაქის თვითმმართველობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

7 იანვარს სომხური სამოციქულო ეკლესია და მრევლი პატივს მიაგებს მიცვალებულთა ხსოვნას - მერელოცი, ტრადიციულად, მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისითა და საფლავებზე გასვლით აღინიშნება.