06 ივლისი

      6 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმართა პრობლემებს გაეცნო. რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა პენიტენციალურ დაწესებულებაში 6 საათის განმავლობაში 15 საკანი დაათვალიერა და დაახლოებით 30 პატიმარს შეხვდა.

     ბრალდებულებმა დეპუტატს დროული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებაში, გარკვეული ნივთების საპყრობილეში დაშვებასა და რიგი სხვა საკითხების მოგვარებაში სთხოვეს დახმარება.

     ცოტნე ანანიძის შეფასებით, მესამე საპყრობილეში ვითარება რადიკალურადაა შეცვლილი უკეთესობისკენ, ამასთან, დაწესებულებაში გამორიცხულია პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა, ძალადობა და სხვა მსგავსი ფაქტები.

      აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა დაათვალიერა სასჯელაღსრულების დაწესებულების ინფრასტრუქტურაც. ცოტნე ანანიძე პატიმრებთან

შეხვედრებს სამომავლოდაც გეგმავს.