საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

დავით გაბაიძე პროექტის შედეგების ანგარიშს დაესწრო

06 ივლისი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, 6 ივლისს, სასტუმრო „რედისონში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის - „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.

      „დემოკრატიის ინსტიტუტის,“  „DVV International-ის“, განვითარების აკადემიისა და ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია - ,,ღირსეული სიბერის’’ მიერ შესრულებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით 2015 წლის 24 ივლისიდან ხორციელდება, საგანმანათლებლო პროგრამებს, საოჯახო ბიზნესის ამოქმედება-გაძლიერებისა და მომავალი პროფესიის არჩევის ხელშეწყობის მიმართულებებს მოიცავდა.

         აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის  მისასალმებელ სიტყვაში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეალიზება სახელმწიფოსადმი, და მოქალაქეებისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

       პროექტის შედეგების წარდგენას ესწრებოდნენ: ევროკავშირის დელეგაციის, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

     

 

    

 

 

 

 

 

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი