03 ივლისი

         

        3 ივლისს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე,  უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მთავრობის აპარატის წევრები, 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებსა და და მათ ადვოკატებს   შეხვდნენ.   

        შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი აჭარაში  ციალა ქათამიძე. 

        საუბარი დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა. დაკავებულთა ახლობლებმა აჭარის უმაღლეს  საბჭოს მიმართეს თხოვნით, საქმის გადასახედად, მსჯავრდებულებს აჭარის მთავრობისა და სამართალდამცავი ორგანოების წინაშე უშუამდგომლოს.    

        კანონმდებლებმა მთხოვნელებს აუხსნეს, რომ სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში ჩარევის უფლება კანონით არ აქვთ. შეხვედრის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ადვოკატებს პირისპირ გაესაუბრნენ, მათგან მოისმინეს  დაკავებულთა ბრალეულობის შესახებ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვეს.