3 ივლისს გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომა , რომელსაც მისი თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხი -აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტი ,,პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ- უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ წარმოადგინა. კომისიის გადაწყვეტილებით საკითხი არასაკმარისად მომზადებულად ჩაითვალა.
გია აბულაძემ უმაღლესი საბჭოს წევრ ელგუჯა ბაგრატიონთან ერთად წარმოადგინა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხიც- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართვის პროექტი-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უკანონოდ დაკავების შესახებ.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ მიმართვის პროექტს მხარი არ დაუჭირა.