03 ივლისი

       

       3 ივლისს, გაიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა, განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიული, საპროცედურო საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების გაფართოებული სხდომა, სადაც  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის საჯარო განხილვა მოეწყო. კანონმდებლებს იგი  მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან იმედაიშვილმა გააცნო.

       განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ისაუბრეს 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, მის მიზნობრიობაზე, მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის არჩევისა  და  მრჩეველთა საბჭოს ანგარიშის მოსმენის დაყოვნების მიზეზებზე, მაუწყებლობისათვის სათანადო სტანდარტის შენობის გამოყოფის აუცილებლობაზე, მაუწყებლის მენეჯმენტის გადახალისებაზე, აუდიტორიის კვლევებსა და პრიორიტეტების განსაზღვრაზე.

       ვინაიდან ბევრმა პასუხგაუცემელმა შეკითხვამ მოიყარა თავი,  კანონმდებელთა გადაწყვეტილებით  საზმაუ-ს აჭარის ტელე-რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2016 წლის ანგარიშს,  შემაჯამებელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაივლიან და კონკრეტული შენიშვნებითა და წინადადებებით წარადგენენ უახლოეს ბიუროს სხდომაზე.

       გადაწყვეტილებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.