01 ივლისი

    1 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ღვაწლმოსილ ექიმს- ჯუმბერ უნგიაძეს, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ჯილდო გადასცა.

     ჯუმბერ უნგიაძე ასევე დააჯილდოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მადლობის სიგელით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, რომელმაც  ღვაწლმოსილ ექიმს, მადლობის სიგელთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის მედალი გადასცა.

    საიუბილეო თარიღთან ერთად აღინიშნა ექიმის 35 წლიანი მოღვაწეობა სამედიცინო სფეროში. აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ უნგიაძე დღემდე აგრძლებს სამედიცინო მიმართულებით მოღვაწეობას, ის გახლავთ შპს "ჯანმრთელობის ცენტრი მედინას" -ს დირექტორი, ექიმი მეან -გინეკოლოგი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტია მეან-გინეკოლოგიაში.

     რესტორან "ინტურისტში" გამართული საიუბილეო საღამო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინა"-ს ორგანიზებით გაიმართა.