საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბსუ-ს კურსდამთავრებულთა 79-ე გაცილება

30 ივნისი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და დეპუტატი დავით ბაციკაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულთა 79-ე გაცილების ცერემონიას დაესწრნენ.

    მანტიებითა და თეთრი ხალათებით შემოსილ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლების დამთავრება მიულოცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა.

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კურსდამთავრებულებს  წარმატებები უსურვა და რამდენიმე მათგანს სტუდენტურ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისათვის  შესაბამისი სიგელი გადასცა.

    წარჩინებული სწავლის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის და უნივერსიტეტის პოპულარიზაციისათვის სპეციალური სიგელებით 150-მდე  სტუდენტი დაჯილდოვდა.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, განათლების კულტურისა, სპორტის მინისტრის მოადგილეები, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი.

    კურდამთავრებულთა  გაცილება სახალისო ფერების ფესტივალით და  საზეიმო კონცერტით დასრულდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი