საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

„ქობულეთობა -2017“

30 ივნისი

       30 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, საქართველოს პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობის წევრები, უცხოეთიდან ამ დღისთვის საგანგებოდ მოწვეული სტუმრები ტრადიციულ სახალხო ზეიმს -„ქობულეთობას“ დაესწრნენ.

         დღესასწაული დილის 11 საათიდან აღმაშენებლის ქუჩიდან საზეიმო მსვლელობით დაიწყო და ცენტრალურ პარკამდე გაგრძელდა. დღის პირველი ოფიციალური ღონისძიება პოლონეთის ქალაქ ობორნიკსა და ქობულეთს შორის მემორანდუმის გაფორმება გახლდათ. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ობორნიკის მუნიციპალიტეტის მერმა ტომაშ შარმამ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

      ქობულეთის ცენტრალური პარკის ამფითეატრში მიმდინარე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ და სახალხო დღესასწაული მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - დავით გაბაიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

       ამ დღეს ხუთ ღვაწლმოსილ ადამიანს „საპატიო ქობულეთელის“ წოდება მიენიჭა, დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტის სკოლების 2016-2017 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულები.

       დღის მეორე ნახევარში ღონისძიებები ღვინის სახლში, იმიტირებული ტრადიციული ქორწილით, ადგილობრივი კულინარიული ნაწარმისა და სოფლის ნობათის გამოფენებით გაგრძელდა. საკურორტო ქალაქის ცენტრალურ პარკში გამოიფინა ცნობილი ქობულეთელების პორტრეტები, მოეწყო კონცერტები და საბავშვო გასართობი ღონისძიებები.

   სახალხო დღესასწაული ფერების ფესტივალითა და გალა-კონცერტით დასრულდა.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი