30 ივნისი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 30 ივნისის რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა ორი საკითხი განიხილეს:

     1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა დ აგანკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე - მეორე მოსმენით.

     2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კაონის პროექტი  „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე - გმარტივებული წესით.

     ვიდრე კანონმდებელები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განხილავდნენ, რამდენიმე განცხადება გაკეთდა.

     დავით გაბაიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტს და დეპუტაციას სახალახო დღესასწაული „ქობულეთელობა“ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

     დამოუკიდებელმა დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ უმაღლეს საბჭოს მიმართა წინადადებით, რომ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის წინაშე დააყენონ საკითხი გაძვირებული მგზავრობის ტარიფის გადახედვის და აჭარასთან სამეგრელოს რეგიონის სარკინიგზო მარშრუტის(ბათუმი-სამტრედია-ფოთი და ბათუმი-სამტრედია-ზუგდიდი) სატრანსპორტო კავშირის აღდგენის შესახებ.

     ცალკეულმა დეპუტატებმა შენიშვნები გამოთქვეს საკურორტო სეზონზე არსებულ ინფრატრუქტურაში დაგროვებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

     პირველი საკითხი წარმოადგინა აჭარის ავოტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და  ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ.

     პუნქტობრივი განხილვის შემდეგ კანონპროექტს 17-დან  12 დეპუტატმა  დაუჭირა მხარი, 3 -  წინააღმდეგი იყო.

    1 ივლისიდან ძალაში შედის კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სწორედ მასთან დაკავშირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი  აჭარის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა დ საქმიანობის ახალი წესის ამომქედების შესახებ წარმოადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ, თანამომხსენებელი  უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტია შემოიფარგლა მცირე კომენტარით, რომ აღნიშნული საკითხი კომისიებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს.

    კენჭისყრის შედეგით წარმოდგენილ კანონპროექტს  12 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 2- წინააღმდეგი იყო, 2 - თავი შეიკავა.

 

    რიგგარეშე სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა და დაიხურა.