29 ივნისი

           29 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში  „შეზღუდული შესაძლებლობების პოლიტიკის განვითარება აჭარაში“  პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტომომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ამავე სამინისტროების მინისტრის  მოადგილეები, სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ასოციაცია “for each other -ის“ დამფუძნებელი სოფია ბაკურიძე და ფონდ  „საერთაშორისო  განათლების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი ნათია ნანავა დაესწრნენ.

          პროექტის შესახებ ინფორმაცია შეკრებილებს „თანაბრი შესაძლებლობების პოლიტიკისა და ადვოკატირების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა მაგული შაღაშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, პროექტის მიზანი აჭარაში სოციალურ ინკლუზიასა და თანასწორობაზე დაგეგმილი სოციალური პოლიტიკის გაძლიერებაა, ვინაიდან სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი შშმ პირების ინტეგრირებაა საზოგადოებაში.

         პროექტს ახორციელებს  „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“, „თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკისა და ადვოკატირების ინსტიტუტი“  ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ მხარდაჭერით.