29 ივნისი

      აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 29 ივნისის N20-ე სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა,  სამი  საკითხი  განიხილეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებისა და  უწყებების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების  შესახებ ინფორმაციის  თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი "აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და  საქმიანობის  წესის  შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების  შეტანის  თაობაზე და  ფრაქცია " ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის" მიერ  ინიცირებული ცვლილებები კანონში "პოლიციის  შესახებ“.

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  სამინისტროებისა  და  უწყებების  ძირითადი  მონაცემებისა  და  მიმართულებების  შესახებ ინფორმაციის  თაობაზე  დასკვნა  წარმოადგინა  საფინანსო-საბიუჯეტო  და  ეკონომიკურ  საკითხთა  კომისიის  თავმჯდომარემ  გიორგი  რომანაძემ და იგი  გარკვეული  შენიშვნების  გათვალისწინებით  დაამტკიცეს.

     ბიუროს  წევრებმა   ერთხმად დაუჭირეს  მხარი  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  კანონის  პროექტის - "აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის  მთავრობის  სტრუქტურის, უფლებამოსილებისა  და საქმიანობის შესახებ"  აჭარის  ავტონომიური  რესპუბლიკის კანონში  ცვლილებების  შეტანის  თაობაზე, რიგგარეშე  სესიაზე  გამარტივებული   წესით  გატანას.

    საკონსტიტუციო, იურიდიულ  და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ  ნინო  ჩხეტიამ, აგრეთვე  ისაუბრა  ფრაქცია "ერთიანი  ნაციონალური  მოძრაობის"  მიერ  ინიცირებულ  ცვლილებებზე  კანონში  " პოლიციის  შესახებ“. მისი  განცხადებით, ვინაიდან ინიციატივა რესპუბლიკურ ბიუჯეტში საფინანსო ცვლილებებს  გამოიწვევს, მიზანშეწონილად  ჩაითვალა  საკითხის  განხილვა  შესაბამისი ინსტანციებიდან   დასკვნების მიღებამდე გადაიდოს.