01 იანვარი

აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 2017 წლის დადგომას, ოჯახის წევრებთან ერთად, ევროპის მოედანზე შეხვდნენ. მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ სახალხო ზეიმში მათთან ერთად ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

საახალწლო კონცერტში ქართული ესტრადის ვარკვლავები მონაწილეობდნენ. ახალ წელს დადგომას ზეიმის მონაწილეები ულამაზესი ფოიერვერკის ფონზე შეეგებნენ.

საახალწლო ღონისძიება, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.