საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

25 დეკემბერი

     

        საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მოუსმინეს  - ზაზა შავაძე, კანონმდებლების წინაშე „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა“ პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციით წარდგა.

       მომხსენებლის განცხადებით, მიმდინარე სამეურნეო წელს, რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დეპარტამენტისთვის განკუთვნილი ასიგნებების მოცულობა 65 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. უწყების საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს და საავტომობილო გზების მართვას, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რეაბილიტაციასა და მოვლა-შენახვას ითვალისწინებს.

       ზაზა შავაძემ, კანონმდებლებს, თითოეული პროგრამის შესრულების მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა 11 მიმართულებით მთლიანად დაასრულა გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ხოლო 10 მიმართულებით, სახეზეა გარდამავალი პროექტები. მომხსენებლის განმარტებით, რთული რელიეფური და კლიმატური პირობების გამო, პროექტების ნაწილის განხორციელება 2026 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.

      დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სხდომაზე, ისაუბრა ხელოვნური შენობა-ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე,ზამთრისთვის სამზადისზე, ასევე მომავალი წლის გეგმებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს.

      კომიტეტმა წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად მიიღო.

განცხადებები

პრეს-რელიზი