საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

25 დეკემბერი

   

       „თითოეული დიალექტი ენის სიმდიდრეა. სწორედ ეს სიმდიდრე ქმნის და ამრავალფეროვნებს ენას. მსგავსი წიგნის გამოცემა კი, არა მხოლოდ დღევანდელობაზე, არამედ ხვალინდელ დღეზეა გათვლილი,“ - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნის - „აჭარული დიალექტის ლექსიკონი“ წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

       ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მიერ მომზადებული წიგნი 16 146 ლექსიკური ერთეულის განმარტებას მოიცავს. მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოცემა განკუთვნილია არა მხოლოდ ენათმეცნიერთათვის, არამედ ქართველოლოგიური საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვისა და ფართო საზოგადოებისათვის.

    ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამეცნიერო, კულტურისა და სამოქალაქო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

განცხადებები

პრეს-რელიზი