აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, წლის წარმატებული სპორტსმენების, პარასპორტსმენების, მწვრთნელებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
„თქვენი დაუღალავი შრომა და თავდადება ის ძალაა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოაჩინა", - აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ თავის მისასალმებელ სიტყვაში. დავით გაბაიძემ სპორტსმენებსა და სპორტის სფეროში მოღაწეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სახელით მოპოვებული გამარჯვებებისთვის, დამდეგი დღესასწაულები მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციაში საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ის სპორტსმენები და პარასპორტსმენები, რომლებმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, საქართველოს სხვადასხვა სინჯის არაერთი მედალი მოუტანეს.
ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცათ ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებს, სასკოლო ოლიმპიადაზე გამარჯვებულ გუნდებს, სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
ნომინანტებს დამსახურებული ჯილდოები აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სპორტის სფეროში მოღვაწეებმა გადასცეს.