აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - ფრიდონ ფუტკარაძე უძღვებოდა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებს მოუსმინეს - ჯემალ ნაკაშიძე და ავთანდილ მახარაძე, კანონმდებლების წინაშე, 2024 წელს გაწეული საქმიანობისა და 2025 წლის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით წარდგნენ.
ჯემალ ნაკაშიძის განცხადებით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, როგორც შარშან, ისე წელს ორ მიზნობრივ პროგრამას ახორციელებდა. რაც შეეხება სატყეო სააგენტოს, როგორც ავთანდილ მახარაძემ აღნიშნა, უწყების გასული წლის ბიუჯეტი 7 მილიონ 620 ათას ლარს აჭარბებდა. სააგენტომ 3 მიზნობრივი პროგრამა და 5 ქვეპროგრამა განახორციელა. მიმდინარე სამეურნეო წელს კი, ბიუჯეტი 7 მილიონ 644 ათას ლარს აჭარბებს და მოიცავს 4 მიზნობრივ პროგრამასა და 5 ქვეპროგრამას.
მომხსენებლებმა მათი უწყებების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე პროგრამებზე, ქვეპროგრამებსა და სიახლეებზე ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინეს, უპასუხეს კანონმდებელთა შეკითხვებს, მოისმინეს მათი შეფასებები.
კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ორივე ინფორმაცია ცნობად მიიღეს.