საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

17 დეკემბერი

     

       უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი განიხილეს.

       საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - მინდია დიასამიძის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით, დასრულდა საკომიტეტო განხილვა და მომზადდა შესაბამისი დასკვნები. დადგენილების პროექტი, ბიურომ, პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

      სხდომაზე განისაზღვრა 18 დეკემბრის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტი. 

      პლენარული სხდომით უმაღლეს საბჭოში საშემოდგომო სესია დაიხურება.

განცხადებები

პრეს-რელიზი