საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

17 დეკემბერი

       

       საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე უძღვებოდა, „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი განიხილეს.

       დავით გაბაიძის, მინდია დიასამიძის,  ცოტნე ანანიძისა და ფატი ხალვაშის ინიციატივა, სხდომაზე, ცოტნე ანანიძემ წარმოადგინა.

       მომხსენებლის განცხადებით, ,,ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ შექმნა საქართველოს შესაბამის კანონმდებლობასა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული. საბჭოში, კანონმდებლებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმუშავებენ. საბჭო შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რომლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან  შესაბამისი მუნიციპალური საბჭოები. ამასთან, საბჭოს საქმიანობაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება - თემატური კვლევები.

      კომიტეტმა საკითხი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია.

განცხადებები

პრეს-რელიზი