აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა, საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.
დადგენილების შესაბამისი პროექტი, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.
პლენარულ სხდომაზე, ბიუროს გადაწყვეტილებით, ასევე განიხილება საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტიც.
პაკეტი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას ითვალისწინებს.
სხდომაზე, ორივე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მინდია დიასამიძემ წარმოადგინა.