საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მარინე გვიანიძე უძღვებოდა, აჭარის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტისა და მისი შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს. კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოა და მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, იზრდება 800 მილიონ ლარს აჭარბებს შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი.
გადამუშავებული კანონის პროექტში 2,4 მილიონი ლარით იზრდება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება და ჯამში, 40 მილიონს აჭარბებს. ახალი ვარიანტის მიხედვით, 4 მილიონი ლარი დაემატა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მომავალი წლისთვის 173 მილიონ ლარზე მეტია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი, 87 მილიონი ლარით დაფინანსდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და სპორტის სამინისტრო სამომავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებითვის -119 მილიონიან ბიუჯეტს განკარგავს, 52 მილიონი ლარით დაფინანსებდა კულტურის სამინისტრო. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსფერებს, როგორც ედნარ ნატარიძემ აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით 510 მილიონია გათვალისწინებული.
მინისტრის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი ყველა მიმართულებით მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს. მომავალი წლის პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება-მხარდაჭერა. უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი ორიენტირებულია რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ განვითარება-გაძლიერებაზე.
კითხვა-პასუხის შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.