საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

08 დეკემბერი

       

    აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ფატი ხალვაშმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.

    საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, სტუდენტებთან შეხვედრაზე, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სახელისუფლებო ორგანოებს შორის ურთიერთობის რეგულაციებსა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე ისაუბრა.

  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ამავე კანონით განსაზღვრულ საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსებზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმაცია, ახალგაზრდებმა, უმაღლესი საბჭოს იურიდიული და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსისგან - ვაჟა ცეცხლაძისგან მიიღეს.

    სამართლებრივ საკითხებზე საუბრის დაწყებამდე, სტუდენტები საკანონმდებლო ორგანოს მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის დანიშნულებას, ფუნქციებსა და საქმიანობის პრინციპებს გაეცნენ.

    კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

 

განცხადებები

პრეს-რელიზი