საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

07 ნოემბერი

  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა სირაბიძე უძღვებოდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრების  - ვახტანგ ბერიძისა და მამუკა თურმანიძის ადგილმონაცვლეების  - ნადიმ ვარშანიძისა და ილია ვერძაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.

 ლაშა სირაბიძის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიიდან (უსკო) შემოსულია უსკო-ს თავმჯდომარის განკარგულებები და  სათანადო დოკუმენტაცია გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.

  კომიტეტმა მხარი დაუჭირა  ნადიმ ვარშანიძისა და ილია ვერძაძისთვის უფლებამოსილების ცნობას. ორივე საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაეცემა.

განცხადებები

პრეს-რელიზი