28 ივნისი

              28 ივნისს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესის მონაწილეთა არაოფიციალური მიღება გაიმართა.

         ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

         კონგრესს საქართველო  თავმჯდომარის რანგში მასპინძლობს.  ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს, 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის დელეგატი ესტუმრა.

        ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრი ქვეყნების გარდა, კონფერენციაში, ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, კონსტიტუციური მართლმსაჯულების რეგიონული და ლინგვისტური ჯგუფების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები  მონაწილეობენ.

        კონგრესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედაა არჩეული.

      კონგრესის მონაწილეებს შედეგიანი და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

      ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეობა  საქართველომ 2014 წლის მაისში, 3 წლის ვადით, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოსგან გადაიბარა. მე-17 კონგრესის თემაა „საკონსტიტუციო სასამართლოების როლი კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში“. 

     

 

 

 

 

განცხადებები