27 ივნისი

       27 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძემ და  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარაძემ, აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან- არჩილ ჩიქოვანთან ერთად,  კირნათი-ჩხუტუნეთის გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

      აღნიშნულ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს, რისთვისაც ხელშეკრულებით   1 005 407 ლარია გათვალისწინებული.

     ასფალტის საფარის დაგებასთან ერთად  გაკეთდა 2082  მეტრი სიგრძის ბეტონის არხი,  მოეწყო 16 საყრდენი კედელი. ამ ეტაპზე კი  2830 მეტრი ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

      ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობასთან ერთად,   ზურაბ პატარაძე და მერაბ კარანაძე,  მაჭახლის ხეობის მოსახლეობას  შეხვდნენ და  გაესაუბრნენ.