საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მამუკა თურმანიძე უძღვებოდა, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში უსკოს წევრის თანამდებობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილმა - ჯემალ ბერიძემ და ტარიელ გოგიტიძემ კომიტეტის წევრებს საარჩევნო კანანომდებლობასა და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნეს, ისაუბრეს ამ სფეროში მათ მიერ დაგროვილ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე.
კომიტეტის წევრებმა ორივე კანდიდატის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელეს და სათანადო რეკომენდაციებს უყარეს კენჭი, ასევე მხარი დაუჭირეს საკითხზე რეგლამენტით გაწერილი პროცედურების გაგრძელებას.