21 თებერვალი

აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“ და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტები. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტები და განხილვის ვადები.

უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურები იწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების არჩევასთან დაკავშირებითაც. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადა.

საკითხები სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ - ლაშა სირაბიძემ წარმოადგინეს.