აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ბერიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
ვახტანგ ბერიძემ, შეკრებილებს, აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით გაიზარდა არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ პროგრამებისა და ქვეპროგრამების, ასევე ბენეფიაციართა რაოდენობა.
შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - ფრიდონ ფუტკარაძე და მამუკა თურმანიძე, საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივი კომიტეტის აპარატისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოისმინეს ინფორმაცია ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების 2024 წლის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით გაწეული მუშაობისა და 2025 წელს დაგეგმილი პროგრამების შესახებ.